ესღა აკლდა "ბარსას" - დეპაიც ტრავმირებულია

AutoSharing Option
გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო

As-ის ცნობით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "ბაიერნთან" მატჩში ტრავმირებული "ბარსელონას" თავდამსხმელი მემფის დეპაი მინიმუმ ერთი თვე იუქმებს.

ამ სეზონში ლა ლიგაზე ნიდერლანდელმა 15 მატჩში 8 გოლი (3 პენალტით) გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ბარსელონას" მხოლოდ ერთი ჯანმრთელი ფორვარდი დარჩა - ფრენკი დე იონგი. ტრავმების გამო ვერ თამაშობენ მარტინ ბრეიზუეითი და ანსუ ფატი, ხოლო სერხიო აგუეროს გულის პრობლემა აქვს და ჯერ უცნობია როდის ჩადგება მწყობრში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული