ლა ლიგის მე-17 ტურში "ბარსელონა" სტუმრად ფრეს დასჯერდა "ოსასუნასთან" - 2:2.
"ბარსელონას" 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 24 ქულით მე-8 ადგილზეა და 18 დეკემბერს "ელჩეს" უმასპინძლებს.
"ბარსას" მწვრთნელმა ხავიმ განაცხადა, რომ დომინირება ვერ შეძლეს, ბევრი რამ აქვთ გამოსასწორებელი, ოთხეულში მოხვედრა სურთ, მაგრამ ამჟამინდელ სიტუაციაში ეს ძნელია. მცველმა ჟერარდ პიკემ კი აღნიშნა, რომ კრიტიკულ ვითარებაში იმყოფებიან და ახალგაზრდების იმედი აქვს.
პამპლონა. "ელ სადარი". 21 427 მაყურებელი
ოსასუნა - ბარსელონა 2:2
გოლები: 0:1 გონსალესი (12), 1:1 გარსია (14), 1:2 ეზალზული (49), 2:2 ავილა (86)