აბდე ეზალზულიმ მაროკოს ნაკრებში თამაში არ ისურვა

AutoSharing Option
"ბარსელონას" 20 წლის თავდამსხმელ აბდე ეზალზულის მაროკოს ნაკრებში აფრიკის ერთა თასზე სათამაშოდ უხმეს, მაგრამ მან უარი განაცხადა.

მან მაროკოს ფეხბურთის ფედერაციას წერილობით აცნობა, რომ მათი ქვეყნის ნაკრებში ასპარეზობა არ სურს, რადგან ესპანეთის ეროვნულ გუნდში გამოძახების იმედი აქვს.

აბდეს მაროკოს 20-წლამდე ნაკრებში 5 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული (2 გოლი გაიტანა), მაგრამ უკეთესის იმედით ისტორიულ სამშობლოს უგანა.

ამ სეზონში მან ლა ლიგის 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული