"ბარსელონა" - დიდი ტრანსფერები იანვარსა და ზაფხულში და ჭირვეული დემბელე

AutoSharing Option
"ბარსელონა" მალე სერიოზულად გადახალისდება - AS-ის ცნობით, "ატლეტიკოდან" "იუვენტუსში" განათხოვრებული თავდამსხმელი ალვარო მორატა კატალონიურ გუნდში გადავა, რადგან კონტრაქტის დეტალების 95% შეთანხმებულია და მასთან ექვსთვიანი იჯარა გაფორმდება.

თუმცა მორატას, დანი ალვეშისა და ფერან ტორესის დასარეგისტრირებლად "ბარსელონამ" სახელფასო განაკვეთი უნდა განტვირთოს, ამისათვის კი სასწრაფოდ მოუწევს სამუელ უმტიტისა და ფილიპე კოუტინიოს გაყიდვა.

უსმან დემბელე ფერან ტორესის შეძენის გამო განაწყენებულა და მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება ვერ ხერხდება. ფეხბურთელის აგენტები მიიჩნევენ, რომ დემბელეს კლუბში ტორესზე ნაკლებად აფასებენ, ხელშეკრულების გაგრძელება კი იმისათვის სჭირდებათ, რომ ზაფხულში თავისუფალი აგენტი
არ გახდეს. მწვრთნელი ხავი უსმანის დატოვებას მოითხოვს.

ტორესს სეზონურ გასამრჯელოდ 5.5 მილიონი ევრო დაუნიშნეს, ხოლო მისი ტრანსფერი 55 მილიონი დაუჯდათ.

მიუხედავად მორატას გადაბირებისა, "ბარსა" "დორტმუნდის" ფორვარდ ერლინ ჰოლანის ტრანსფერზე უარს არ იტყვის, თუმცა მისი შეძენა გაუჭირდება.

ლუკ დე იონგი იანვარში "კადისში" გადავა, ხოლო მემფის დეპაის ზაფხულში გაყიდიან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
დემბელეს სარგებელი არავის ახსოვს ბარსაში. ზარალი კი რამდენიც გინდათ. მარტო ბურთზე ფეხის მოქაცუნებები რად ღირს გადამწყვეტ მომენტებში ლივერპულთან და პსჟ-თან. რა დაფასებას მოითხოვს ერთი...
ზურა
05 იანვარი 2022 03:20
0
კაით გასაგებია, ლაპორტა ჩობანია და ვერ ქაჩავს, მარა ამ ჩავის რაღა ემართება, რომ დემბელეს ინახავს და არ აგდებს? რა გამოდის? დემბელე თავის ჭკუაზე აბზრიალებს, ბარსას და ჩავის? ჩავი გამოფხიზლდი, ამ უსმანის ჭკუაზე ნუ დადიხარ, თორე პატივისცემას დაკარგავ.
*****
04 იანვარი 2022 18:05
2
რათ უნდა და რო უფასო აგენტი არ ახდეს და ბარსამ ფული არ დაკარგოს და შემდეგ გაყიდონ, მაგრამ კიდევაა ერთი მიზეზი სანამ ტორესი ბარსაში თამაშს "შეეჩვევა" მანამდე იქნება სასწაული მოხდეს და ცოტა რაღაცა მაინც გააკეთოს
დათო
07 იანვარი 2022 20:56
0
კარით პანჩური ამ დემბელეს და ჰაიდა გარეთ. რას ეხვეწებით და იმცირებთ თავს?
გიგა
04 იანვარი 2022 13:45
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული