ხავი: "რეალთან" წავაგეთ, მაგრამ კომპლექსებისგან გავთავისუფლდით

AutoSharing Option
"რეალთან" ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში დამატებით დროში 2:3 დამარცხების შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა ხავიმ გააკეთა.

"მე იმედგაცრუებული ვარ. პირველ 20 წუთში ჩვენს თამაშში კომპლექსები შეინიშნებოდა. ჩვენ უახლოეს მატჩებზე, უახლოეს შედეგებზე ვფიქრობდით, მაგრამ როდესაც კომპლექსებისგან გავთავისუფლდით, უკეთ თამაში დავიწყეთ, ბოლოს კი საერთოდ თამაშს ვაკონტროლებდით.

ვფიქრობ, სწორ გზას ვადგავართ. დღეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაგვიბრუნდა. ჩვენ ტურნირს დავემშვიდობეთ, თუმცა კომპლექსებისგან გავთავისუფლდით", - განუცხადა ხავიმ "მარკას".