"რეალი" "ბარსას" ვარსკვლავის ხელში ჩაგდებას აპირებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალს" "ბარსელონას" მცველის, რონალდ არაუხოს დამატება სურს.

"ბლანკოსის" ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ 22 წლის სპორტსმენი "ბლაუგრანასთან" კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და "სამეფო გუნდს" უფასოდ შეუერთდება.

შეგახსენებთ, არაუხოს "ლურჯ-ბროწეულისფერებთან" არსებული კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება. აღსანიშნავი ფაქტია, რომ 2018 წელს სამხრეთამერიკელი მცველი "რეალის" გეგმებშიც იყო, თუმცა "ბარსამ" უფრო სწრაფად იმოქმედა.

ასეა თუ ისე, რონალდი მადრიდელების გეგმებშია. რა იქნება მომავალში, ამას დრო გვიჩვენებს. რაც შეხება ურუგვაელის ამ სეზონს, 22 გამართულ შეხვედრაში სპორტსმენმა თავი 2 გოლით გამოიჩინა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
არაუხო ვარსკვლავი? კარგით რა ნუ გვაცინებთ, ცოტა ხანში ლუკ დე იონგსაც, მეგა ვარსკვლავად გამოაცხადებთ? ვარსკვლავები ვიცით: ლეო მესი, კრიშტიანო როლანდო, ნეიმარი.ამათ ფონზე ჯერჯერობით არავინ სჩანან. მომავალში ვნახოთ...
gela
15 იანვარი 2022 11:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული