ხავიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელთან კონტრაქტის განახლებაც გუნდისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა რონალდ არაუხოს გარშემო არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა:

"არაუხოსთვის კონტრაქტის გახანგრძლივება "ბლაუგრანასთვის" პრიორიტეტულია. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ვიმედოვნებ, რომ შეთანხმება შედგება, რადგან კლუბს ის სჭირდება. რონალდმა გუნდს ბევრი რამ გაუკეთა", - განაცხადა ხავიმ.

შეგახსენებათ, ურუგვაელი ფეხბურთელის სამსახურით, არც მეტი, არც ნაკლები, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული. სამხრეთამერიკელი კატალონიურ გუნდში 2018 წელს ჩაირიცხა ("ბარსელონა ბ"-ში, მთავარ გუნდში კი 2019 წლიდან ასპარეზობს).

მომზადებულია championat-ის მიხედვით

alt"რეალი" "ბარსას" ვარსკვლავის ხელში ჩაგდებას აპირებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული