"ბარსელონამ" ორჯერ გაუთანაბრა ანგარიში - "ბილბაომ" მაინც მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის 1/8-ფინალში „ბილბაომ“ სახლში „ბარსელონა“ დამატებით დროში 3:2 დაამარცხა.

დებიუტში მუნიაინმა მასპინძლები წინ გაიყვანა. შემდეგ ფერან ტორესმა სადებიუტო გოლით ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე ინიგო მარტინესმა ბასკური გუნდი კვლავ დააწინაურა, მაგრამ კომპენსირებულ დროში „ბარსამ“ ანგარიშის გათანაბრება შეძლო - 38 წლის დანი ალვეშის "მაკრატელა" პასით პედრიმ გაიტანა და დამატებითი დრო დაინიშნა. 105-ე წუთზე მუნიაინმა პენალტით დუბლი გაიფორმა და თავისი გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა.

ბილბაო. „სან მამესი“. 37 287 მაყურებელი

ბილბაო - ბარსელონა 3:2 (ძირ. დრო 2:2)
გოლები: 1:0 მუნიაინი (2), 1:1 ფერან
ტორესი (20), 2:1 ინიგო მარტინესი (86), 2:2 პედრი (90+3), 3:2 მუნიაინი (105, პენ)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხავის რომ ნიშნავდნენ ბარსას მწვრთნელად მაშინ ვთქვი რომ არ არის ჯერ მაგ დონეზე თქო, 10 თამაშიდან მხოლოდ 3 მოიგეს, ყველა პრინციპული თამაში წააგო, რაც მოიგო ისიც იღბალზე მოიგო თუ გავიხსენებთ ესპანიოლთან და ვილიარეალთან თამაშებს, კარგი ფეხბურთელობა კარგი მწვრთნელობის გარანტია რომ არ არის ბევრჯერ დამტკიცდა, ვფიქრობ არჩევანი ვინმე გამოცდილ მწვრთნელზე უნდა შეეჩერებინათ, მაგრამ ისიც საკითხავია ვინ დათანხმდებოდა ახლანდელ სიტუაციაში ბარსელონას გაწვრთნას
მამუკა
21 იანვარი 2022 16:12
0
მოკლედ ვისაც არ ეზარება ბარსას უგებს, არც ბარსას ფანები ჩანან, მოკლედ გადავიდა მოდიდან
მეგრელი
21 იანვარი 2022 12:40
4
ბევრი მესის გამო უყურებდა ბარსას, ეხლა ვის გამო ვუყუროთ?
mware simarTle.
21 იანვარი 2022 15:26
0
ვულოცავთ ბილბაოს გამარჯვებას! ბარსამ როგორც ყოველთვის ჩა...ვა
ბილბო.
21 იანვარი 2022 12:35
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული