"ბარსელონამ" გაჭირვებით მოიგო და მეხუთე ადგილზე გადავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზედიზედ ორი წაგების შემდეგ „ბარსელონა“ ლა ლიგის 22-ე ტურში ერთ-ერთ აუტსაიდერ „ალავესს“ ეწვია და 1:0 დაამარცხა.

„ბარსა“ საუკეთესოდ ნამდვილად ვერ თამაშობდა და ისე მოჩანდა, მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 87-ე წუთზე ფრენკი დე იონგმა ფერან ტორესის პასით გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ბარსელონას“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 35 ქულით მე-5 ადგილზეა და 6 თებერვალს „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.

ვიტორია-გასტეიზი. "მენდისოროსა". 14 056 მაყურებელი
ალავესი - ბარსელონა 0:1
გოლი: ფ. დე იონგი (87)
გაძევება: მენდილიბარი (90+2)

სიახლეები პოპულარული