ასპილიკუეტა "ბარსელონაში" გადავა, მხარეები შეთანხმდნენ

AutoSharing Option
El Chiringuito-ს ცნობით, "ბარსელონამ" "ჩელსის" მცველთან, სესარ ასპილიკუეტასთან, კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და გუნდს ზაფხულში უფასოდ შეუერთდება.

ესპანელი კატალონიელებთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, სესარი "ჩელსიში" 2012 წლიდან გამოდის, 10-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში კი 2-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, მოიგო ევროპის ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, FA თასი და ინგლისის ლიგის თასი.

ამ სეზონში 32 წლის მცველმა "არისტოკრატთა" შემადგენლობაში 27 შეხვედრა გამართა და თავი 3 ასისტითაც გამოიჩინა.
ასევე დაგაინტერესებთ