"ბარსელონას" მორატას ტრანსფერში მოთხოვნილი თანხის გადახდა არ უნდა

AutoSharing Option
"ატლეტიკოდან" "იუვენტუსში" განათხოვრებული თავდამსხმელის, ალვარო მორატას გადაბირებას "ბარსელონა" ცდილობს.

მადრიდული კლუბი ტრანსფერში 25 მილიონ ევროს ითხოვს, კატალონიელებს კი უნდათ თანხა ფეხბურთელის მიერ ჩატარებული მატჩების, გატანილი გოლებისა და სხვა შედეგების მიხედვით გადაიხადონ.

ტრანსფერიდან 5 მილიონი "იუვენტუსმა" უნდა მიიღოს, რომელსაც ფეხბურთელის იჯარით აყვანა 10 მილიონი დაუჯდა.

მორატას აგენტი ხუანმა ლოპესი და "ბარსას" წარმომადგენლები ტრანსფერის განხორციელებასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არიან განწყობილი.

თავად მორატას "ბარსელონაში" გადასვლა უნდა, მაგრამ ამისათვის კატალონიურმა კლუბმა რომელიმე თავისი ფეხბურთელი უნდა გაყიდოს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა სულელურ ტრანსფერებს, აკეთებს ბარსა? გუნდი კრიზისშია და ესენი ფულებს აქლიავებენ.
Temo
22:13 27-01-2022
1

სიახლეები პოპულარული