"თუ ის "ოქროს ბურთს" არ მოიგებს, მაშინ ამ ტიტულზე აზრი შემეცვლება..." - გუტიმ საკუთარი ფავორიტი დაასახელა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა გუტიმ განაცხადა, რომ იმედგაცრუებული დარჩება, თუ ქარიმ ბენზემა "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს.

"თუ ბენზემა "ოქროს ბურთს" წელს ვერ აიღებს, მაშინ ვერც ვერასდროს მოიგებს. არ ვიცი სხვა ფეხბურთელი, რომელიც ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში გადაწყვეტ მომენტებში ასეთი მნიშვნელოვანი იყოს.

სიგიჟე იქნება, თუ ქარიმი "ოქროს ბურთის" ჯილდოს არ მიიღებს, ზოგადად ამ ინდივიდუალურ ტიტულზე აზრი შემეცვლება", - განაცხადა გუტიმ.

შეგახსენებთ, ფრანგმა ფორვარდმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 30 მატჩი ჩაატარა და თავი 26 გოლითა და 11 ასისტით გამოიჩინა, ჩემპიონთა ლიგაზე
კი 11 შეხვედრაში მეტოქის კარი 15-ჯერ აიღო.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
მძღ---ზემასაც ეძახდნენ!ფინალში ვერც ბენზემა,ვერც პრაიმ-რონალდო და სულაც დი სტეფანო რომ გაცოცხლდეს ვერავინ უშველის!!!
sandrex
11 მაისი 2022 17:06
13
exla gagaxsendat benzema?mteli 6 weli im sir ronaldostvis tamashobda rom mesis konkurentad eqciat mashin unda daefasebina reals
havbeki
10 მაისი 2022 10:51
7
ზუსტად რონალდოსთან თამაშმა და კონკურენციამ აქცია ისეთად როგორიც ეხლაა... მე ბენზემა ყოველთვის მომწონდა, მძ***რზემას და ბენწოყს რო ეძადხნენ მაშინაც და იგუანი სასტარტოში თამაშობდა და ეს ზამენაზე იყო, მაშინაც... მარა ბევრად უკეთესია ეხლა აშკარად და აუცილებლად იმსახურებს ოქროს ბურთს...
სამწუხაროა შეტყობინებად რომ არ მოდის კომენტარზე პასუხი, საინტერესო ვარაუდი გქონდათ ფინალამდე... )))
რა მაფიაა?
03 ივნისი 2022 02:25
0
რა რეალის ფანატები არ ეძახდნენ, მძორბენზემას? წაეთრიოსო და რას აგინებდნენ? ფუ როგორ მეზიზღება ესეთი ფანატიკოსები, დარწმუნებული ვარ ეხლა აღმერთებენ "მძორბენზემას"
გიგა
10 მაისი 2022 14:13
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული