"თუ ის "ოქროს ბურთს" არ მოიგებს, მაშინ ამ ტიტულზე აზრი შემეცვლება..." - გუტიმ საკუთარი ფავორიტი დაასახელა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა გუტიმ განაცხადა, რომ იმედგაცრუებული დარჩება, თუ ქარიმ ბენზემა "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს.

"თუ ბენზემა "ოქროს ბურთს" წელს ვერ აიღებს, მაშინ ვერც ვერასდროს მოიგებს. არ ვიცი სხვა ფეხბურთელი, რომელიც ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში გადაწყვეტ მომენტებში ასეთი მნიშვნელოვანი იყოს.

სიგიჟე იქნება, თუ ქარიმი "ოქროს ბურთის" ჯილდოს არ მიიღებს, ზოგადად ამ ინდივიდუალურ ტიტულზე აზრი შემეცვლება", - განაცხადა გუტიმ.

შეგახსენებთ, ფრანგმა ფორვარდმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 30 მატჩი ჩაატარა და თავი 26 გოლითა და 11 ასისტით გამოიჩინა, ჩემპიონთა ლიგაზე
კი 11 შეხვედრაში მეტოქის კარი 15-ჯერ აიღო.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით