ვინისიუსის ჰეთ-თრიკი, მოდრიჩის 3 საგოლე პასი - "რეალმა" "ლევანტე" სეგუნდაში გაისტუმრა

AutoSharing Option
ლა ლიგის 36-ე ტურში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „ლევანტე“ 6:0 გაანადგურა.

- ვინისიუსმა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა - საგოლე გადაცემაც გააკეთა.
- მოდრიჩმა 3 საგოლე პასი მიითვალა.
- ბენზემა „რეალში“ გატანილი გოლებით (323) რაულს დაეწია და მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს ჩამორჩება (450).
- როდრიგომ "სამეფო გუნდში" ბოლო 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
- "რეალმა" პრიმერაზე ბოლო 12 მატჩიდან 10 მოიგო - მხოლოდ „ატლეტიკოსთან“ და „ბარსელონასთან“ დამარცხდა.
- „ლევანტე“ ამ საუკუნეში მეოთხედ გავარდა სეგუნდაში.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 38 421 მაყურებელი
რეალი - ლევანტე 6:0
გოლები: 1:0 მენდი (13), 2:0 ბენზემა (19), 3:0 როდრიგო (34), 4:0 ვინისიუსი (45), 5:0 ვინისიუსი (68), 6:0 ვინისიუსი (83)