სუარესი "ატლეტიკოს" დაემშვიდობა

AutoSharing Option
ლუის სუარესი "ატლეტიკოს" დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, მადრიდული კლუბის წარმომადგენლებმა 35 წლის ურუგვაელ ფეხბურთელზე გარკვეული პერიოდით ადრე განაცხადეს, რომ ზაფხულში გუნდიდან წავიდოდა.

"უსაზღვროდ მადლიერი ვარ თითოეული გულშემატკივრის სიყვარულისთვის, "როხიბლანკოს" სტაფის თითოეული წევრის ერთგულებისა და პატივისცემისთვის, რომელსაც ჩემი ოჯახის მიმართ გამოხატავდნენ" - განაცხადა სუარესმა.

შეგახსენებთ, სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი "ატლეტიკოში" 2020/21 წლების სეზონში გადავიდა, 66 შეხვედრა ჩაატარა და 32 გოლიც გაიტანა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ