"ბარსელონას" მამარდაშვილის თანაგუნდელების შეძენა შესთავაზეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ შესაძლო ტრანსფერების განსახილველად "ვალენსიას" წარმომადგენლებთან - ანილ მურტისთან და ჯოუი ლიმთან ისადილა. ამის შესახებ ჟურნალისტი ექტორ გომესი იტყობინება.

მურტიმ და ლიმმა ხოსე გაიასა და კარლოს სოლერის შეძენა შესთავაზეს, მაგრამ ლაპორტამ უთხრა, რომ ამას ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოახერხებს.

"მუნდო დეპორტივო" ირწმუნება, რომ "ბარსა" სოლერს ფრენკი დე იონგის წასვლის შემთხვევაში მის შემცვლელად განიხილავს, თუმცა ეს პრიორიტეტული ვარიანტი არ არის.

გაია კატალონიურ კლუბს დაცვის მარცხენა ფლანგის გასაძლიერებლად სჭირდება. განიხილება აგრეთვე "სელტას" მცველის, ხავი გალანის კანდიდატურა.

შეგახსენებთ, "ვალენსიას" ღირსებას
გიორგი მამარდაშვილი იცავს.