მბაპეს ტრანსფერი ჩაიშალა - ცნობილი ხდება, რა უთხრა პერესმა "რეალის" ფეხბურთელებს

AutoSharing Option
ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი გილემ ბალაგი, რომელსაც Twitter-ზე 1 მილიონ ადამიანზე მეტი გამომწერი ჰყავს, წერს, რომ კილიან მბაპე "რეალში" არ გადაბარგდება.

მისი ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, "სამეფო კლუბის" ფეხბურთელებს უკვე უთხრა, რომ ფრანგის ტრანსფერი ჩაიშალა.

გუშინ ახალგაზრდა თავდამსხმელის დედამ განაცხადა, რომ მისი შვილი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს, ორივე გუნდს კი თითქმის იდენტური შეთავაზება აქვს, თუმცა ბალაგი ირწმუნება, რომ მბაპე პსჟ-ში დარჩებ და პარიზულ გუნდთან უახლოეს დღეებში ახალ კონტრაქტსაც მოაწერს ხელს.
მკითხველის კომენტარები / 20 /
სამწუხაროდ ამიტომ ვერ გახდება მბაპე დიდი ფეხბურთელი და ვერ დადგება რონალდოს,მესის, ფენომენოს, ზიდანის და ა.შ. გვერდით. თუ რამის მიღწევა უნდოდა ინგლისში ან ესპანეთში უნდა წასულიყო აუცილებლად, 5 წელია პსჟ-ში თამაშობს და რა, უბრალოდ ვარჯიშობს ყოველ თამაშზე ლიგა ერთში. ფულს რეალი არანაკლებს აძლევდა, მაგრამ გამოწვევების შეეშინდა-დიდ გუნდებში სხვა მოთხოვნებია და იქ თუ ბოლომდე არ დაიხარჯა სკამზე დასვავენ რამდენიც არ უნდა ქონდეთ გადახდილი. ბარსამ რონალდინიო გაუშვა ზუსტად მაგ მიზეზით,თორემ რა შეეძლო ყველამ ვიცით. სამწუხაროდ ეპოქა უნდა შეექმნა და გახდა ნეიმარივით ზედმეტად გაპიარებულ ფეხბურთელად.
4
ეს არის იმის ბრალი რომ გაუქმდა ლიმიტი ლეგიონერებზე.
ამიტომ არის რეალი ყველა ლიგას რომ იგებს. ყიდულობს მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს.
სანამ ლიმიტი იყო ლეგიონერებზე მანამდე შეეძლოტ აიაქსის, მარსელის, ბენფიკას დონის გუნდებს მოეგოთ ლიგა. ეხლა შანსი არ აქვთ.
დაწესდეს ლიმიტი. აბა რა არის ეს როცა რეალში, ლივერპულში, სიტიში, 2-3 მოთამაშეა ადგილობრივი და ისინიც შესაძლოა ძირითადში ვერ მოხვდენ.
ასე დაკარგა ბავარიამ თავისი სახე. ბავარიას ძირითად ბირთვი ყოველთვის იყო გერმანელი მოთამაშეები, ამით იყო ეს გუნდი თავისი ხელწერით გამორჩეული. ეხლა კარგავს ნელ-ნელა თავის სახეს
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული