მბაპეს ტრანსფერი ჩაიშალა - ცნობილი ხდება, რა უთხრა პერესმა "რეალის" ფეხბურთელებს

AutoSharing Option
ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი გილემ ბალაგი, რომელსაც Twitter-ზე 1 მილიონ ადამიანზე მეტი გამომწერი ჰყავს, წერს, რომ კილიან მბაპე "რეალში" არ გადაბარგდება.

მისი ინფორმაციით, კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, "სამეფო კლუბის" ფეხბურთელებს უკვე უთხრა, რომ ფრანგის ტრანსფერი ჩაიშალა.

გუშინ ახალგაზრდა თავდამსხმელის დედამ განაცხადა, რომ მისი შვილი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს, ორივე გუნდს კი თითქმის იდენტური შეთავაზება აქვს, თუმცა ბალაგი ირწმუნება, რომ მბაპე პსჟ-ში დარჩებ და პარიზულ გუნდთან უახლოეს დღეებში ახალ კონტრაქტსაც მოაწერს ხელს.