"რეალ სოსიედადი" სარეზერვო გუნდის მთავარ მწვრთნელ ხაბი ალონსოს კონტრაქტს აღარ გაუხანგრძლივებს.
ამის მიზეზი გუნდის არადამაკმაყოფილებელი შედეგებია. სეგუნდა დივიზიონში ბასკური გუნდი მე-19 ადგილზე იმყოფება.
მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი მთავარი მწვრთნელის პოსტს 2019 წლიდან იკავებდა. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მის კანდიდატურას აქტიურად ბელგიური "ბრიუგე" განიხილავდა.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით