"მოურინიოს ვეკამათე, შემდეგ კი მას ვუთხარი..." - ბენზემამ Marca-სთან ინტერვიუში დღემდე უცნობი ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა კარიმ ბენზემამ ესპანურ მედიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა ბოლო ჩატარებულ სეზონზე; ასევე გულახდილად ისაუბრა რთულ პერიოდებზე, რომლებიც მადრიდის "რეალში" ჰქონდა.

"მე ინსტინქტურად ვთამაშობ, რაც იმ მომენტში მომდის თავში აზრად, მოედანზე გადამაქვს. ჩემი თამაში მთლიანად ინსტინქტებს ეფუძნება. წინასწარ არასოდეს მაქვს გათვლილი, თუ როგორ ვითამაშებ".

"რეალის" ცხრიანმა კარიერის რთულ პერიოდზეც ისაუბრა, ბენზემამ მადრიდში გატარებული პირველი სეზონი გაიხსენა.

"ჩემი პირველი სეზონი, განსაკუთრებით, პირველი 6 თვე, რთული იყო. მარტო ვიყავი და ესპანური ენაც არ ვიცოდი. ამიტომ ყველაფერი რთულად
იყო. ახალ სამყაროში მოვხვდი, ახალ გუნდში, სადაც განსხვავებული სტილის ფეხბურთს თამაშობდნენ. საბედნიეროდ, არ დავნებდი".

"ოქროს ბურთის" მთავარმა ფავორიტმა ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, "განსაკუთრებულთან" პატარა პრობლემა ჰქონდა.

"მალიორკასთან" მატჩამდე ერთმანეთს სასტუმროში შევხვდით, სადაც ვიკამათეთ. მე მას ვუთხარი, რომ თუ ძირითადში თამაშის საშუალება მექნებოდა, აუცილებლად გავიტანდი. მეორე დღეს სასტარტო შემადგენლობაში დავიწყე, გოლი გავიტანე და 1:0 მოვიგეთ".

Marca-ს ჟურნალისტმა კარიმს კრიშტიანუ რონალდუს შესახებაც ჰკითხა.

"მე მას ყოველთვის ვაკვირდებოდი, თუ როგორ მოძრაობდა. ვცდილობდი, გამემეორებინა მისი დრიბლინგი, ბურთის მიღება. ყოველთვის გაოცებას იწვევდა ჩემში, თუ როგორ ასრულებდა მომენტებს, თუმცა ამის გამეორება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია".

ბენზემამ კომენტარი გააკეთა მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე. მიუხედავად ტიტულების მდიდარი კოლექციისა, ფრანგი სანაკრებო ტიტულების, განსაკუთრებით, მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულის მოპოვებაზე ოცნებობს.

"მინდა მეტი ტიტული მოვიგო, ნაკრებთან ერთად მუნდიალი და "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ტიტული. სულ ესაა, რაზეც ვოცნებობ".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მოამზადა ნიკალა მახარობლიშვილმა

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ცოტა ოცნება ჰქონია! ფრანგები ვეღარასდროს ეღირსებით მუნდიალის მოგებას!
დავით 67
17:26 04-06-2022
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული