"პარი სენ ჟერმენის" ყოფილი სპორტული დირექტორი შესაძლოა, "ვალენსიაში" აღმოჩნდეს

AutoSharing Option
პსჟ-ს ყოფილმა სპორტულმა დირექტორი შესაძლოა, "ვალენსიაში" აღმოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ესპანური გამოცემა Superdeporte ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ესპანური გუნდის ხელმძღვანელობა ბრაზილიელის კანდიდატურას აქტიურად განიხილავს.

ინფორმაციას სარწმუნოს ხდის ის ფაქტიც, რომ "ვალენსიას" ახალ მთავარ მწვრთნელს ჯენარო გატუზოსა და ლეონარდოს ახლო ურთიერთობა აქვთ, რადგან "მილანში" თანაგუნდელები იყვნენ.

შეგახსენებთ, "ვალენსიას" ღირსებას საქართველოს ნაკრების გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი იცავს.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული