"აქ ამაზე არ ვსაუბრობთ, ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს..." - ლევანდოვსკის "ბაიერნისა" და "ბარსას" (8:2) დაპირისპირება გაახსენეს

AutoSharing Option
რობერტ ლევანდოვსკის "ბაიერნისა" და "ბარსელონას" (8:2) დაპირისპირებაზე შეკითხვა დაუსვეს.

შეგახსენებთ, 2020 წლის აგვისტოს თვეში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, "რეკორდმაისტერმა" "ბლაუგრანა" 6-გოლიანი უპირატესობით გაანადგურა, პოლონელმა ფორვარდმა კი აღნიშნულ შეხვედრაში თავი 1 გოლით გამოიჩინა.

"ჩვენ აქ ამაზე არ ვსაუბრობთ, ეს წარსულია. უმჯობესია, უკან არ იყურო... სწორედ ესაა ჩვენი იდეა. ყოველთვის გამარჯვებასა და გოლის გატანაზე ვფიქრობ, არ ვუყურებ, ვინ დგას ჩემ წინ. ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. ნაბიჯ-ნაბიჯ გვინდა წინსვლა, რათა დასახულ მიზანს მივაღწიოთ" - განაცხადა ლევანდოვსკიმ.

მოგეხსენებათ, რობერტი მიუნხენური გუნდიდან "ბარსას" ამ ზაფხულს
შეუერთდა, კატალონიელთა შემადგენლობაში კი მისი დებიუტი სულ ახლახან, მადრიდის "რეალთან" შედგა. მართალია, პოლონელმა თავი ვერ გამოიჩინა, თუმცა მისმა გუნდმა "ბლანკოსი" 1:0 დაამარცხა.

რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, "ბარსელონა" ხვალ, 27 ივლისს, "იუვენტუსს" 04:30 საათზე დაუპირისპირდება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ლევანდოვსკი რომ დიდი ფეხბურთელია ამაზე არაა ორო აზრი მაგრამ, თუ ამ ასაკის ფეხბურთელს იმატებდნენ მაშინ სუარესი და მესი რატო გაუშვეს თვითონ მაინც თუ იციან??
ქომაგი
27 ივლისი 2022 14:43
0
ლაპორტას მოკლე ჭკუით,თურმე მესი "უშლიდა" ხელს გუნდს წინსვლაში, რას ვიზავთ "ახალ ერას" იწყებენ, 34-წლის ლევანდოვსკით. ლაპორტას "დაავიწყდა" მესის ფაქტორით, რომ მოიგო არჩევნები. (მესი ვისაც დაუჭერდა მხარს, ის მოიგებდა) და სამაგიეროდ "მადლობა" უმადურობით გადაუხადა.
ქომაგსს
28 ივლისი 2022 22:31
0
ამ დეგენერატს, რა უნდა ბარსაში!
$$
26 ივლისი 2022 19:10
2
რაღა დეზერტირების ბაზარი და რაღა ბარსა.
გელა
26 ივლისი 2022 23:06
0

სიახლეები პოპულარული