"აქ ამაზე არ ვსაუბრობთ, ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს..." - ლევანდოვსკის "ბაიერნისა" და "ბარსას" (8:2) დაპირისპირება გაახსენეს

AutoSharing Option
რობერტ ლევანდოვსკის "ბაიერნისა" და "ბარსელონას" (8:2) დაპირისპირებაზე შეკითხვა დაუსვეს.

შეგახსენებთ, 2020 წლის აგვისტოს თვეში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, "რეკორდმაისტერმა" "ბლაუგრანა" 6-გოლიანი უპირატესობით გაანადგურა, პოლონელმა ფორვარდმა კი აღნიშნულ შეხვედრაში თავი 1 გოლით გამოიჩინა.

"ჩვენ აქ ამაზე არ ვსაუბრობთ, ეს წარსულია. უმჯობესია, უკან არ იყურო... სწორედ ესაა ჩვენი იდეა. ყოველთვის გამარჯვებასა და გოლის გატანაზე ვფიქრობ, არ ვუყურებ, ვინ დგას ჩემ წინ. ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. ნაბიჯ-ნაბიჯ გვინდა წინსვლა, რათა დასახულ მიზანს მივაღწიოთ" - განაცხადა ლევანდოვსკიმ.

მოგეხსენებათ, რობერტი მიუნხენური გუნდიდან "ბარსას" ამ ზაფხულს
შეუერთდა, კატალონიელთა შემადგენლობაში კი მისი დებიუტი სულ ახლახან, მადრიდის "რეალთან" შედგა. მართალია, პოლონელმა თავი ვერ გამოიჩინა, თუმცა მისმა გუნდმა "ბლანკოსი" 1:0 დაამარცხა.

რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, "ბარსელონა" ხვალ, 27 ივლისს, "იუვენტუსს" 04:30 საათზე დაუპირისპირდება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით