ინფორმაცია დადასტურდა - "ბარსელონა" მესის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ კატალონიურ გუნდს ლიონელ მესის დაბრუნება სურს.

"ბლაუგრანა" საწადელის მიღწევას მომავალ ზაფხულს შეეცდება, როდესაც არგენტინელს პსჟ-სთან კონტრაქტი ამოეწურება.

"მესის დრო ისე არ დამთავრებულა, როგორც ჩვენ ყველას გვინდოდა. ეს მოხდა ეკონომიკური პირობების გამო, რომელშიც აღმოვჩნდით. ჩვენ მისი მორალური ვალი გვაქვს.

გვსურს, კარიერა "ბარსელონას" მაისურით დაასრულოს, ყველა სტადიონზე ოვაციებით დახვდეს. ამას ვუმიზნებ. მისი დაბრუნების ამბავში ჩართული ვარ და ვეძებთ სხვადასხვა გზას.

მიმაჩნია, რომ დაშორება დროებითია. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ჩვენი განზრახვა",
- განაცხადა ლაპორტამ.