"ვიცი როგორ დავამარცხო ისინი..." - ლევანდოვსკიმ პრესკონფერენციაზე "რეალზე" ისაუბრა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" დღეს, 5 აგვისტოს, ახალწვეული რობერტ ლევანდოვსკი ოფიციალურად წარადგინა.

პოლონელმა ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა მადრიდის "რეალზეც".

"რა თქმა უნდა, კლასიკოს თამაში მინდა, მზად ვარ "რეალს" შევხვდე. როგორ უნდა ვითამაშო მათ წინააღმდეგ, კარგად ვიცი. გასულ სეზონში  შესანიშნავად გამოიყურებოდნენ, თუმცა "ბარსელონა" იმისთვისაა, რომ ისინი დაამარცხოს.

არ ვფიქრობ "ბლანკოსზე" ან კარიმ ბენზემაზე. ის წარმოუდგენლად შედეგიანი ფეხბურთელია, ლა ლიგაში უკვე დიდი ხანია გამოდის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ კარგად "ბარსასთვის" ყველა შეხვედრაში ვითამაშო და არამხოლოდ "სამეფო გუნდის" წინააღმდეგ", - განაცხადა ლევანდოვსკიმ.

მომზადებულია Sports-ის
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
სალაჰმაც ეგრე იცოდა როგორ დაემარცხებინა რეალი
ზაზა
11 აგვისტო 2022 01:00
1
აფერისტების ბუდე, ლაპორტა აფერას თამადობით!
///
05 აგვისტო 2022 20:28
2
არასოდეს მიყვარდა ეს ფეხბურთელი და ეხლა მითუმეტეს.
laSa
05 აგვისტო 2022 20:02
6
დღეს შესრულდა ზუსტად, ერთი წელი იმ დღიდან, რაც ლეო მესი "იძულებით გამოემშვიდობა" ბარსელონას და მაინცდამაინც დღეს "დაამთხვიეს" ამ ლევანდოვსკის "პრეზენტაციაც", ბედის ირონიაც ამას ქვია!
თემო
05 აგვისტო 2022 19:48
1
წადი შენიიი!
!
05 აგვისტო 2022 19:06
6

სიახლეები პოპულარული