"ვალენსია" კავანის დამატებას გეგმავს

AutoSharing Option
ესპანურ "ვალენსიას" "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფორვარდის, ედინსონ კავანის დამატება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ჯანლუკა დიმარციო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ედინსონმა "ბოკა ხუნიორსს" უარი უთხრა, რადგან თამაშის გაგრძელებას ევროპაში აპირებს. ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელი ესპანეთში თამაშზე ოცნებობს, რაც ტრანსფერის შანსს ზრდის. ირკვევა, რომ მისი დამატება პირადად ჯენარო გატუზომ მოითხოვა. ფორვარდის დამატებით "ვილიარეალით" ინტერესდება.

შეგახსენებთ, კავანიმ უკანასკნელი 2 სეზონი ინგლისის პრემიერლიგაში ჩაატარა, სადაც 41 მატჩში 12 გოლის გატანა მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ცამოდი სამდრედიაში!
მელქისედეკ ცვალე
15:15 08-08-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული