ბერნარდო სილვას "ბარსელონაში" გადასვლა უნდა და მოთმინებას კარგავს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველ ბერნარდო სილვას "ბარსელონაში" გადასვლის იმედი ჯერ კიდევ აქვს, - იტყობინება "მუნდო დეპორტივო".

27 წლის ფეხბურთელის გარემოცვა უკმაყოფილოა "ბარსელონასთან" მოლაპარაკების პროგრესით, თუმცა ტრანსფერის განხორციელებისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

გამოცემის ცნობით, ორი თვის განმავლობაში მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო და ბერნარდო სილვა მოთმინებას კარგავს.

"სიტი" მზადაა პორტუგალიელი 80 მილიონ ევროდ გაყიდოს, მაგრამ "ბარსა" მის შეძენას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ფრენკი დე იონგს გაყიდის.