"ჩემით იამაყებდა; იმედი მაქვს, ჩემს თამაშს ამაყად უყურებს" - ლევანდოვსკი გარდაცვლილ მამაზე

AutoSharing Option
"ბარსელონას" პოლონელმა ვარსკვლავმა რობერტ ლევანდოვსკიმ Sport 1-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. გთავაზობთ ნაწილს, რომელშიც ფეხბურთელი თავის გარდაცვლილ მამაზე საუბრობს:

"მამაჩემი ჩემით ძალიან იამაყებდა. ბავშვობაში ყოველთვის მეუბნებოდა, რომ უმაღლეს დონეს მივაღწევდი. ეს ყველაფერი დიდ მოტივაციას მაძლევდა, ვფიქრობდი, რომ ჩემი ოცნებები უნდა ამეხდინა. ძალიან მენატრება, გული მტკივა, რადგან ჩემი წარმატება "დორტმუნდში", "ბაიერნსა" და ახლა უკვე "ბარსელონაში" ვერ დაინახა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის სადღაც შორს წინა რიგში ზის და ამაყად უყურებს ჩემს თამაშს".

რობერტის მამა 2005 წელს კიბოსთან დიდხნიანი ბრძოლის შემდეგ
გარდაიცვალა.

მომზადებულია barcauniversal-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ ჩემისას, რა უნდოდა ბარსაში, მაინც ვერ გავიგე!
ilo
09 აგვისტო 2022 13:28
28
რომ დავღვინდები ეგ ჩემისა, უკვე კარგა, მაგრა მობერებული იქნება.
ilo, 16-wlis
09 აგვისტო 2022 19:23
0
რომ დაღვინდები გაიგებ ;)
ilos
09 აგვისტო 2022 17:24
0

სიახლეები პოპულარული