"ბარსელონა" ნახევარმცველ ფრენკი დე იონგს იმ შემთხვევაში დაიტოვებს, თუ ის ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებაზე დათანხმდება და კლუბს 17-მილიონფუნტიან დავალიანებას სრულად არ მოსთხოვს, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".
"ბარსა" მზადაა ნიდერლანდელს მხოლოდ 6 მილიონი გადაუხადოს. მისი ყოველკვირეული გასამრჯელო 500 ათასია.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ დე იონგი კონტრაქტს თავისი ნებით არ გადაწერს, კლუბი ხელშეკრულების გასაუქმებლად სასამართლოს მიმართავს, რადგან შეთანხმებისას შეცდომა იყო დაშვებული.
"ბარსელონას" ახალი ფეხბურთელების დასარეგისტრირებლად კიდევ 13 მილიონის შემოსავალი სჭირდება, ხოლო ფრენკი არსად წასვლას და ანაზღაურების შემცირებაზე დათანხმებას არ აპირებს.
დღეს დე