"შეიმცირე ხელფასი, ძუკნავ"- დე იონგს შეურაცხყოფენ

AutoSharing Option
"ბარსელონა" ნახევარმცველ ფრენკი დე იონგს იმ შემთხვევაში დაიტოვებს, თუ ის ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებაზე დათანხმდება და კლუბს 17-მილიონფუნტიან დავალიანებას სრულად არ მოსთხოვს, - იტყობინება კატალონიური "სპორტი".

"ბარსა" მზადაა ნიდერლანდელს მხოლოდ 6 მილიონი გადაუხადოს. მისი ყოველკვირეული გასამრჯელო 500 ათასია.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ დე იონგი კონტრაქტს თავისი ნებით არ გადაწერს, კლუბი ხელშეკრულების გასაუქმებლად სასამართლოს მიმართავს, რადგან შეთანხმებისას შეცდომა იყო დაშვებული.

"ბარსელონას" ახალი ფეხბურთელების დასარეგისტრირებლად კიდევ 13 მილიონის შემოსავალი სჭირდება, ხოლო ფრენკი არსად წასვლას და ანაზღაურების შემცირებაზე დათანხმებას არ აპირებს.

დღეს დე
იონგი კლუბის ბაზაზე ავტომობილით მივიდა, მას კი ერთი გულშემატკივარი დაუხვდა და დაუყვირა: "შეიმცირე ხელფასი, ძუკნავ".

მკითხველის კომენტარები / 4 /
სირცხვილი ბარსას! მოდაშია ფეხბურთელების დამცირება? ფრენკი კარგი ზრდილობიანი ახლგაზრდაა და რა უბედურებაა, ასეთი მიდგომა, იგივე ფანების მხრიდანაც?
ლაშა
11:59 11-08-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული