"იდიოტი, დიდთავა ლაპორტა! "ბარსელონაში" თამაში ახლა სირცხვილია..." - ვან დერ ვაარტი "ბლაუგრანას" ტრანსფერებზე

AutoSharing Option
ცნობილმა ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა "ბარსელონას" სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა.

მან "ბლაუგრანას" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას იდიოტი უწოდა, კლუბის მხრიდან ფრენკი დე იონგის მისამართით ჩადენილი საქციელი კი დაგმო:

"როგორ შეიძლება იყიდო ფეხბურთელები, როცა ფული არ გაქვს? - ეს სირცხვილია! ლაპორტა ყველგან იცინის თავისი დიდი თავით. ამ კაცს ჰგონია, რომ მეფეა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის იდიოტია!

არ შეიძლება ადამიანს ასე მოექცე... ფრენკ დე იონგი ბევრს გამოიმუშავებს? თქვენ ფეხბურთელს კონტრაქტს უფორმებთ, რომელიც ან სრულად უნდა შესრულდეს, ან გაუმჯობესდეს.

ეს მაფიაა და
ისინი უნდა დაისაჯონ! ისეთ შესანიშნავ კლუბში თამაში, როგორიც "ბარსელონაა", ყველას უნდა, მაგრამ საფეხბურთო რუქაზე მათი სახელი ძალიან ცუდი გახდა.

ვფიქრობ, ახლა ამ გუნდის მაისურით თამაში, სირცხვილია", – ამბობს ვან დერ ვაარტი.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ამდენი ზეტმეტი ფეხბურთელი რომ დაუგროვდა, ახლახლა გაყიდვებს დაიწყებს და ეგ შემოსავალი არარის?
თამაზი
19 აგვისტო 2022 12:57
0
დიდთავაა ეგ დეგენერატი აბა რაა? სულ გიჟივით, რომ იკრიჭება და ამ სიცილ-ღიმილში რა სატანა იმალება?
ლევანი
15 აგვისტო 2022 19:56
1
ბარსას ფორბსის მიხედვით არის ყველაზე ძვირადღირებული გუნდი მიუხედავად ბოლოდროინდელი კრიზისისა, შესაბამისად ბარსელონა როგორც ბრენდი არის ყველაზე მოთხოვნადი და გუნდს არ აქვს შემოსავლების პრობლემა. ბარსას პრობლემა ფინანსური რეგულაციებია, რეგულაციები როგორიც აქვს უეფას ფიერ ფლეის სახით და მაგას დამატებული ლა ლიგის ფიერ ფლეი. ორი მსხვილი რეგულაცია აქვს გუნდს და იმიტოა ეს პრობლემა, არადა 90% გონია რო გუნდს ფინანსურად უჭირს. ფული აქვთ მარა ვერ ხარჯავენ მარტივად რო ვთქვა. და ის რო გუნდი დაიქცევა და დაინგრევა უბრალოდ სასაცილოა და მეტი არაფერი. ვინც ცოტას მაინც ერკვევა ეკონომიკაში დამეთანხმება. ისეთი დიდი ბრენდის წაქცევა როგორიც ბარსელონაა უბრალოდ შეუძლებელია.
barca
15 აგვისტო 2022 19:47
3
რეალისტებმა პროფესორობას დაანებეთ თავი, თქვენ გარეშეც მიხედავენ საქმეს.
ნუგზარ ებელაშვილი
15 აგვისტო 2022 16:46
2
მაგარი მაშინ ხარ როცა ფული არ გაქვს და ყველაფერს აკეთებ, აბა მაშინ ხარ მაგარი შეიხი რო ხარ მილიარდებს ხარჯავ და ლიგას ვერ იგებ? გამოჩნდა ნიდერლანდელი გარი ნევილი. ვინც კი ბარსას როდისმე უხმარია ყველამ ეხლა წამოყო თავი.
a a
15 აგვისტო 2022 14:57
1
იდიოტი, რომ არ იყოს ლაპორტა, ლეო მესის გაუშვებდა? არა უშავს , ჯერ ღრუბლებში დაფრინავს მაფიოზა და ცოტა ხანში ვნახავთ მიწაზე დანარცხებულს!
ლა ლიგის, ნომერი პირველი მაფიოზაა, ჟოან ლაპორტა!
15 აგვისტო 2022 13:39
8
Getanxmebi didia shansi rom gakotrdes saertod tu rame seriozuli ver moigo barsa am or welshi...ashkarad vabankze midis laporta
L.J .
15 აგვისტო 2022 14:40
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული