მოდრიჩმა რონალდოს გადაასწრო – ლუკა მეოთხე ადგილზე გადავიდა

AutoSharing Option
ლა ლიგის მე–2 ტურში "რეალი" გასვლაზე "სელტას" დაუპირისპირდა და 4:1 გაანადგურა.

აღნიშნულ შეხვედრაში 76 წუთი ითამაშა "სამეფო გუნდის" ხორვატმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა, რომელმაც გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

36 წლის ფეხბურთელისთვის ეს "ბლანკოსის" ფორმით 439–ე შეხვედრა გახლდათ, რითიც ერთით გადაასწრო კრიშტიანო რონალდოს და "რეალში" მოთამაშე ლეგიონერებს შორის (რომლებმაც ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარეს) მე–4 პოზიციაზე დამკვიდრდა. 

ყველაზე მეტჯერ მადრიდული გუნდის ფორმა ლეგიონერებს შორის კარიმ ბენზემამ მოირგო (608 მატჩი).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული