"ბარსას" 20 მილიონი ესაჭიროება - შესაძლოა, 60 მილიონად ნაყიდმა კუნდემ კლუბი უფასოდ დატოვოს

AutoSharing Option
"ბარსელონაში" ჟიულ კუნდეს გარშემო არეული სიტუაცია გრძელდება და კატალონიური გრანდი "სევილიადან" 60 მილიონ ევროდ ნაყიდ ფრანგი მცველის დარეგისტრირებას ჯერაც ვერ ახერხებს.

"ბლაუგრანას" 31 აგვისტომდე აქვს ვადა, რომ 23 წლის ფეხბურთელი განაცხადში შეიყვანოს, ამისათვის კი 20 მილიონი ევროს გამომუშავებაა საჭირო.

"ბარსელონამ" სასწრაფოდ უნდა გაყიდოს ფეხბურთელ(ებ)ი, რათა გუნდის ხაზინა 20 მილიონი ევროთი შეივსოს, შემდეგ კი კუნდეს დარეგისტრირების უფლებას მიიღებს. თუ "ნოუ კამპის" ბინადრებმა ეს ვერ მოახერხეს, ფრანგ უკანახაზელს კატალონიური კლუბის დატოვება უფასოდ შეეძლება.
ასევე დაგაინტერესებთ