"ბარსელონა" გავის კონტრაქტს გაუგრძელებს

AutoSharing Option
"ბარსელონამ" ნახევარმცველ გავისთან ხელშეკრულების 2026 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივება შეათანხმა, - იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

18 წლის გავის კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 1 მილიარდი ევრო იქნება და ხელფასსაც მოუმატებენ. მას "ბარსასთან" ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

გავიმ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, Transfermarkt-ის მიხედვით კი, მისი სატრანსფერო ფასი 60 მილიონია.