"ბარსელონა" დეპაის კონტრაქტს გაუგრძელებს

AutoSharing Option
კატალონიური "სპორტის" ცნობით, "ბარსელონამ" შეიძლება 28 წლის ნიდერლანდელ თავდამსხმელ მემფის დეპაის კონტრაქტი გაუგრძელოს.

დეპაის "ბარსასთან" ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და თუ შეთავაზებულ პირობებზე დათანხმდება, ერთი წლით გაუხანგრძლივებენ.

მწვრთნელი ხავი და კლუბის ხელმძღვანელები დეპაის საქმისადმი დამოკიდებულებით ძალიან კმაყოფილები არიან.

ზაფხულში "ბარსელონა" დეპაის გაყიდვას ცდილობდა და ის "იუვენტუსში" გადასვლასთან ახლოს იყო.