ხავიმ ზიდანის რეკორდი დაამხო

AutoSharing Option
"ბარსელონამ" ლა ლიგის მე-7 ტურში "მალიორკას" 1:0 სძლია, სტუმრად ჩატარებულ ბოლო 18 მატჩში დაუმარცხებელია (13 მოგება და 5 ფრე) და ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით 2016 წელს დამყარებული "რეალის" რეკორდი დაამხო (13 მოგება და 3 ფრე).

ნამატჩევს "მარკასთან" კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა ხავიმ გააკეთა: "ძალიან რთული შეხვედრა გამოვიდა. სანაკრებო პაუზის შემდეგ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. ასეთ მატჩებში თუ მეორე გოლს არ გაიტან, შეიძლება ყველაფერი გაგირთულდეს. ჩვენ მოთმინება და სიმშვიდე გამოვიჩინეთ.

რეკორდი? კმაყოფილი ვარ. ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს. იმედია, ეს ტიტულებამდე მიგვიყვანს. სწორ გზას
ვადგავართ".

ასევე დაგაინტერესებთ