ჩავიმ მესის შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა კატალონიურ გრანდში ლიონელ მესის შესაძლო დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი.

მოგეხსენებათ, არგენტინელს სეზონის ბოლოს პსჟ-სთან კონტრაქტი ეწურება და აქტიურად მიდის საუბარი, რომ ის კვლავ "ნოუ კამპზე" გაირჯება.

"მესი ჩემი მეგობარია და მას მხოლოდ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ ვფიქრობ, ახლა არ არი საუკეთესო დრო, რომ მის დაბრუნებაზე ვისაუბროთ.

ჩვენ მას ამ საუბრით მხოლოდ ზიანს ვაყენებთ. მიეცით მას საშუალება, ისიამოვნოს პარიზში, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება...", - უთხრა ჩავიმ Barca Universal-ს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგას პლიუს იმ უმადურებმა მესის წასვლის მერე აღმოაჩინეს რომ მესის სასტუმრო ბარელონის იერს ამახინჯებსო @ არ უნდა დაბრუნდეს მაგათთან მესი !
zura222
04 ოქტომბერი 2022 22:43
2
ლეო მესის ადგილზე, ფიქრიც არ უნდა იყოს დაბრუნებაზე! თუნდაც იმიტომ, რომ თავმოყვარეობის საკითხია! საუკეთესო ფორმაში მყოფი მესი "გაუშვეს" გუნდიდან და მის მერე "გაიგიჟიანეს თავი" ლევანდოვსკიზე, ესეც ერთგვარი უპატივცემულობა იყო ლეოს მიმართ. ლეო როცა დაამთავრებს კარიერას, არგენტინამ უნდა მოუწყოს (არავითარი ლაპორტას მიერ აფერისტული გაცილება კამპტნოუდან) გრანდიოზული გაცილება, ისეთი როგორიც ეკადრება ამ ფანტასტიკურ ფეხბურთელს!
გია
04 ოქტომბერი 2022 16:07
3
გია ყველა სიტყვაში გეთანხმები. ლაპორტას სინდისზეა, ლეოს პსჟეში ყოფნა.
fani
04 ოქტომბერი 2022 20:04
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული