"ვისელ კობეს" 38 წლის ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ "ბარსელონაში" დაბრუნების სურვილი გამოთქვა.
"იაპონიაში ერთი წელიც დავრჩები და შემდეგ ვნახოთ. "ბარსელონაში" სიამოვნებით დავბრუნდებოდი, ეს ჩემი სახლია, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცი, მწვრთნელი ვიქნები, სპორტული დირექტორი თუ რაღაც ამის მსგავსი.
ნებისმიერ შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა ვივარჯიშო, რადგან ფეხბურთელი ვარ", - განუცხადა ინიესტამ "გაძეტა დელო სპორტს".