37 წლის მოდრიჩის გოლი და "რეალის" მორიგი გამარჯვება

AutoSharing Option
ლა ლიგის მეთერთმეტე ტურში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „სევილია“ 3:1 დაამარცხა.

მატჩის წინ ზიდანმა და მოდრიჩმა ბენზემას „ოქროს ბურთი“ გადასცეს - ქარიმს კუნთის პრობლემის გამო არ უთამაშია.

37 წლის მოდრიჩმა „სამეფო გუნდში“ 450-ე მატჩი ჩაატარა და გოლი გაიტანა - მის ანგარიშზე „ბლანკოსში“ 34 გოლი და 74 საგოლე გადაცემაა.

ვინისიუსმა ორი საგოლე პასი გააკეთა.

„რეალი“ ამ სეზონში ყველა ტურნირზე დაუმარცხებელია (16 მატჩიდან 14 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა), ჩემპიონატზე 31 ქულით ლიდერია და 30 ოქტომბერს „ჟირონას“ უმასპინძლებს.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 59 625
მაყურებელი
რეალი - სევილია 3:1
გოლები: 1:0 მოდრიჩი (5), 1:1 ლამელა (54), 2:1 ვასკესი (79), 3:1 ვალვერდე (81)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული