მატჩის წინ ზიდანმა და მოდრიჩმა ბენზემას „ოქროს ბურთი“ გადასცეს - ქარიმს კუნთის პრობლემის გამო არ უთამაშია.
37 წლის მოდრიჩმა „სამეფო გუნდში“ 450-ე მატჩი ჩაატარა და გოლი გაიტანა - მის ანგარიშზე „ბლანკოსში“ 34 გოლი და 74 საგოლე გადაცემაა.
ვინისიუსმა ორი საგოლე პასი გააკეთა.
„რეალი“ ამ სეზონში ყველა ტურნირზე დაუმარცხებელია (16 მატჩიდან 14 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა), ჩემპიონატზე 31 ქულით ლიდერია და 30 ოქტომბერს „ჟირონას“ უმასპინძლებს.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 59 625
რეალი - სევილია 3:1
გოლები: 1:0 მოდრიჩი (5), 1:1 ლამელა (54), 2:1 ვასკესი (79), 3:1 ვალვერდე (81)