ლა ლიგის მე-11 ტურში "ვილიარეალმა" "ალმერია" 2:1 დაამარცხა.
პირველი ტაიმი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა, გოლი გონსალო მელერომ 31-ე წუთზე გაიტანა.
56-ე წუთზე ალეხანდრო ბაენამ ანგარიში გაათანაბრა, გახარებულმა მაისური აიწია, რის გამოც მსაჯმა გააძევა...
"წყალქვეშა ნავებმა" გამარჯვების მომტანი გოლი 90+4 წუთზე გაიტანა, დანი პარეხოს შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ნიკოლას ჯექსონმა ისარგებლა და საკუთარ გუნდს მორიგი 3 ქულა მოუტანა.
ამრიგად, "ვილიარეალი" 18 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, 30 ოქტომბერს კი ბილბაოს "ატლეტიკს" ესტუმრება.
"ალმერია" 10 ქულით მე-14 პოზიციაზეა, მომდევნო ტურის მატჩს 29 ოქტომბერს, "სელტა ვიგოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.