მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა როდრიგომ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო.
ბრაზილიელი "ბლანკოსის" ღირსებას 2019 წლიდან იცავს, შეგახსენებთ, სამხრეთამერიკელი შემტევი მადრიდელებს "სანტოსიდან" შეუერთდა.
ესპანეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ "სამეფო გუნდს" შეეძლება, რომ არაევროკავშირელი ქვეყნიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატოს.
გეტყვით იმასაც, რომ ზაფხულში ესპანეთის მოქალაქეობა ვინისიუსმაც მიიღო.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით