რონალდომ ბენზემას "ოქროს ბურთის" მოგება არ მიულოცა

AutoSharing Option
Telefoot-თან საუბარში მადრიდის "რეალის" ვარსკვლავმა ქარიმ ბენზემამ განაცხადა, რომ ყოფილმა თანაგუნდელმა კრიშტიანო რონალდომ "ოქროს ბურთის" მოგება არ მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ წელს ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი სწორედ "ბლანკოსის" ფორვარდი გახდა. ის 1998 წლის შემდეგ პირველი ფრანგია, რომელმაც ეს ტიტული დაიმსახურა.

თავად კრიშტიანო რონალდოს "ოქროს ბურთი" 5-ჯერ აქვს მოგებული.

alt"ტენ ჰაგს პატივს არ ვცემ, "მანჩესტერმა" მიღალატა" - კრიშტიანო რონალდოს სკანდალური ინტერვიუ