"რეალმა" მარსელოს შვილს პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმა

AutoSharing Option
"რეალმა" გუნდის ლეგენდარული მცველის მარსელოს ვაჟ მარსელო ენცო ალვეშს პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმა. 

ის ახლა 13 წლისაა და აქამდე მადრიდული გუნდის აკადემიაში ვარჯიშობდა.

შეგახსენებთ, რომ ენცოს მამა - მარსელო მადრიდის "რეალის" ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშეა. მის ანგარიშზე 25 ტიტულია. 2007 წლიდან 2022 წლამდე მან მადრიდულ კლუბში 500-ზე მეტი მატჩი გაატარა.
ასევე დაგაინტერესებთ