ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი აღარ არის - მას დე ლა ფუენტე შეცვლის

AutoSharing Option
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების მწვრთნელი ლუის ენრიკე გადააყენა.

ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, რომ ამ ორგანიზაციის სპორტულმა ხელმძღვანელობამ პრეზიდენტ ლუის რუბიალესს სპეციალური ანალიზი წარუდგინა და ახალი პროექტის დაწყება შესთავაზა.

რუბიალესმა და სპორტულმა დირექტორმა ფრანსისკო მოლინამ უკვე აცნობეს ლუის ენრიკეს, რომ ის ესპანეთის ეროვნული გუნდის თავკაცი აღარ არის.

ლუის ენრიკემ ესპანეთის ნაკრები 2019 წელს მეორედ ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ევრო 2020-ის ნახევარფინალში გავიდა, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კი მერვედფინალში მაროკოსთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

"ფურია როხას" ახალი მწვრთნელი 61 წლის ლუის დე ლა ფუენტე გახდება,
რომლის კანდიდატურასაც დირექტორთა საბჭო ორშაბათს დაამტკიცებს.

დე ლა ფუენტეს ხელმძღვანელობით, 2015 წელს ესპანეთმა ევროპის 19-წლამდელთა, ხოლო 2019 წელს ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო. ამას გარდა, ესპანეთმა, მისი თავკაცობით, 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლები მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ