"რეალი" უახლოეს მომავალში პსჟ-ის თავდამსხმელ კილიან მბაპეს შეძენას არ აპირებს, - იტყობინება "მარკა".
გამოცემის ცნობით, "სამეფო კლუბი" დაიღალა მბაპეს და მისი გარემოცვის იმაში დარწმუნებით, რომ მათ გუნდში გადავიდეს და ამაზე დროის ხარჯვა არ უნდა. ამას გარდა, მიაჩნიათ, რომ ვინისიუსისა და როდრიგოს პოზიციის გასაძლიერებლად ბევრი რამ გააკეთეს და კილიანის ტრანსფერი გასახდელში ატმოსფეროსთვის კარგი არ იქნება.
ასეთი მასშტაბის ფეხბურთელის გამოჩენამ შეიძლება გუნდზე უარყოფითად იმოქმედოს და ამავე მიზეზით არ განიხილავენ რონალდოს დაბრუნებას. თან, მათი აზრით, ვინისიუსი მალე "რეალის" მთავარი ვარსკვლავი გახდება.
ამ სეზონში
მბაპემ პსჟ-ში ყველა ტურნირზე 20 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.