დასახელდა 5 კანდიდატი, რომლებმაც შესაძლოა, ანჩელოტის წასვლის შემდეგ "რეალი" ჩაიბარონ

AutoSharing Option
ElNacional-მა იმ 5 მწვრთნელის გვარი დაასახელა, რომლებმაც შესაძლოა, კარლო ანჩელოტის წასვლის შემდეგ მადრიდის "რეალი" ჩაიბარონ.

დიდი ალბათობით, იტალიელი სპეციალისტი ამ სეზონის შემდეგ პენსიაზე გავა და "ბლანკოსში" მის შემცვლელზე ფიქრი უკვე დაიწყეს.

კანდიდატთა შორის არიან არვალო არბელოა, რომელიც ამჟამად "სამეფო გუნდის" 14-წლამდელებს ავარჯიშებს; "რეალ კასტილიას" დამრიგებელი რაული, "ლევერკუზენის" მწვრთნელი ჩაბო ალონსო, "ბაიერნის" დამმომძღვრელი იულიან ნაგელსმანი და ამჟამად უმუშევარი ტომას ტუხელი.