"ბარსელონა" დეპაის ლა ლიგის გუნდში გაანათხოვრებს

AutoSharing Option
ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, "ბარსელონა" გუნდის ფორვარდ მემფის დეპაის, დიდი ალბათობით, "ატლეტიკოში" გაანათხოვრებს.

მადრიდელებს ჟოაო ფელიქსის შემცვლელი ესაჭიროებათ, რომელიც ასევე იჯარის წესით იბურთავებს სეზონის ბოლომდე "ჩელსიში".

28 წლის ნიდერლანდელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და მას "ბლაუგრანას" დატოვება უფასოდ შეეძლება.