მატჩი თვალსასეირო გამოვიდა, მომენტები ორივე გუნდმა ბევრი შექმნა. კატალონიელები მე-40 წუთზე ლევანდოვსკიმ დააწინაურა. 77-ე წუთზე ფეკირმა ანგარიში გაათანაბრა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. ექსტრა-ტაიმში ფატიმ „ბარსა“ წინ გაიყვანა, ხოლო მორონმა თანაფარდობა აღადგინა. მეტი გოლი არ გავიდა, პენალტების სერიაში კი "ბარსელონამ" იმარჯვა.
15 იანვარს, ფინალში, „ბარსელონა“ „რეალს“ დაუპირისპირდება.
. ლევანდოვსკიმ „ბარსელონაში“ 21 მატჩში 19 გოლი გაიტანა.
. ბუსკეტსმა „ბარსაში“ მე-700 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ერ-რიადი. „მეფე ფაჰდის სახელობის სტადიონი“. 38 629 მაყურებელი
ბეტისი - ბარსელონა 2:2 (პენ 2:4)
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (40), 1:1 ფეკირი (77), 1:2 ფატი (93), 2:2 მორონი (101)