„ბარსელონა“ თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, რამდენიმე მომენტი ჰქონდა, რომელთაგან აღსანიშნავი ლევანდოვსკის დარტყმული ბურთის მეკარე კურტუას მიერ მოგერიებაა, რის შემდეგაც მადრიდელები ძელმა იხსნა. შანსი „რეალსაც“ მიეცა, მაგრამ ბენზემამ ვერ გამოიყენა. შემდეგ ლევანდოვსკიმ გავი კურტუას პირისპირ შეჰყარა და მან „ბარსა“ დააწინაურა. ტაიმის დასასრულს უკვე გავიმ გაიყვანა ლევანდოვსკი ტიბოსთან ერთი-ერთზე და ანგარიში 0:2 გახდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში „ბლანკოსი“ გააქტიურდა, თუმცა გოლი კატალონიელებმა გაიტანეს - პედრიმ გავის პასით. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი ბენზემამ მაინც გაიტანა პრესტიჟის გოლი.
. "ბარსელონამ" სუპერთასი მე-14-ედ მოიგო, რაც რეკორდია. "რეალს" 12-ჯერ აქვს მოგებული.
. მატჩის გმირი უდავოდ 18 წლის გავი იყო, რომელმაც გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.
. ხავიმ მწვრთნელის რანგში "ბარსაში" პირველი ტიტული მოიგო.
. "ბარსელონამ" ბოლო 4 კლასიკოდან 2 მოიგო - ხავიმდე 4-დან 4 ჰქონდა წაგებული.
. ლევანდოვსკის ანგარიშზე „ბარსელონაში“ 22 მატჩში 20 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
. ბუსკეტსმა ელ კლასიკოში 45-ჯერ მიიღო მონაწილეობა და მესისა და სერხიო რამოსის რეკორდი გაიმეორა.
. ანჩელოტიმ 2010 წლის მერე პირველად წააგო ფინალი.
. "რეალმა" კარში პირველად 70-ე წუთზე დაარტყა.
ერ-რიადი. მეფე ფაჰდის სახელობის სტადიონი. 57 340 მაყურებელი
რეალი - ბარსელონა 1:3
გოლები: 0:1 გავი (34), 0:2 ლევანდოვსკი (45), 0:3 პედრი (69), 3:1 ბენზემა (90+3)